LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ მღერიან ცნობილი ქართველი შემსრულებლების მეუღლეები და როგორია მათი სიყვარულის ამბები: „8 წელი მაწვალა…“

2820
collage

„იმედზე“ ახალი სასიმღერო პროექტი დაიწყო, სადაც ერთმანეთთან ნათესაობით ან ნათელ-მირონით, ასევე მეგობრობის ნიშნით დაკავშირებული დუეტები ვიხილეთ.

ასევე მაყურებელმა გაიცნო ცნობილი მომღერლების, „თეატრალურის კვარტეტის“ წევრის, კობა შემოქმედელის (ჭეფხოძე), ცნობილი ტენორის, ოთარ ჯორჯიკიას და ასევე ქართული სიმღერის პოპულარული შემსრულებლის, აჩიკო ნიჟარაძის მეუღლეები, რომლებიც არაჩვეულებრივად მღერიან. ანსამბლ „ბასიანის“ წევრის, გელა დონაძის მეორე ნახევარს, ანუკა ცქვიტინიძეს საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან ის კომპოზიტორი და შემსრულებელი გახლავთ და გელასთან ერთად ხშირად მღერის.

კობა შემოქმედელის მეუღლე ლელუკა თელია გახლავთ. წყვილი ათი წელია, ერთადაა. ლელუკაც მომღერალია. კობასა და მის მეორე ნახევარს ორი შვილი ჰყავთ, გოგონა და ბიჭი. როგორც ლელუკა იხსენებს, დაურეკა დათო არჩვაძემ, რომელმაც უთხრა, რომ საუკეთესო ბიჭები აღმოაჩინა და მათ მოსასმენად წაიყვანა. კობა ამბობს, რომ ლელუკამ რვა წელი „აწვალა“, მათი შეყვარებულობა სწორედ ამდენ ხანს გაგრძელდა, ახლა კი 10 წელია, ცოლ-ქმარი არიან. დუეტად ხშირად მღერიან, სცენაზეც უმღერიათ და ოჯახურ შეკრებებზე – არცთუ იშვიათად, ახლა კი პროექტში ერთად მონაწილეობა გადაწყვიტეს.

აჩიკო ნიჟარაძის მეუღლე ნუცა ქირიაა. ისიც ასევე მომღერალი გახლავთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრე „ფორტუნამ“ უკვე გაგაცნოთ, როდესაც მისი სიმღერის ვიდეო შემოგთავაზათ. როგორც აჩიკო აღნიშნავს, ყველა დღეს შვილებს უძღვნიან, მაგრამ ერთად შაბათ-კვირას განსაკუთრებულად, სპორტულად ატარებენ. ოჯახს ხშირად აქვს პინიკები ბუნებაში და ერთად ძალიან კარგად ერთობიან. წყვილმა ახალ პროექტში ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „ისევ წვიმს“ შეასრულა.

ოთარ ჯორჯიკია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტენორია საქართველოდან. მას უცხოეთში მუდმივად აქვს კონტრაქტები და სხვადასხვა პრესტიჟულ სცენაზე მღერის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მეუღლე ასევე მომღერალი გახლავთ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. მათ ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნოეს შემდეგ კი მათი ურთიერთობა ერთი ზარით გაგრძელდა და ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილის შესრულებას პროექტში განსაკუთრებული აღფრთოვანება მოჰყვა.

ანსამბლ „ბასიანის“ წევრი გელა დონაძე ქართული ფოლკლორის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა მისი დუეტი კომპოზიტორ ანუკი ცქვიტინიძესთან, რომელიც უფრო ახლოს „ფეისბუქ“-ჯგუფის „ანოსთან და მახოსთან“ საშუალებით გავიცანით. გამორჩეული მუსიკალური შესაძლებლობების წყვილი ლიტვაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე დაახლოვდა. მას მერე ისინი ერთად არიან. როგორც გელა დონაძე აღნიშნავს, პირველად სწორედ იქ იმღერეს ერთად და მას შემდეგ მათი ურთიერთობა გრძელდება. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს, რომლებიც დიდი ნიჭიერებით გამოირჩევიან. გელამ და ანუკამ ახალ პროექტში „გადამრიე“ იმღერეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g