რუსა მორჩილაძის ბენეფისმა „ღამის პრაიმ ტაიმში“, რა თქმა უნდა, ძალიან მუსიკალურად ჩაიარა.
რაც მთავარია, მოვისმინეთ, თავად როგორ ასრულებს საკუთარ ჰიტებს.
გადაცემა დასრულდა რუსა მორჩილაძის მიერ შესრულებული სიმღერით „ალალ მე“, რომელიც სპექტაკლ „შეყრისთვის“ დაიწერა, შემდეგ კი ლელა წურწუმიას რეპერტუარში შევიდა.