LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ტირის თინა ხიდაშელი კობა დავითაშვილზე საუბრისას – “ის მიხეილ სააკაშვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა!”

2002
kobadavitshxidasheli

,,რეაქციაში” თინა ხიდაშელმა ყოფილ თანამებრძოლზე, კობა დავითაშვილზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ბევრი კამათისა და იმისა, რომ მათი პოზიციები ერთმანეთს არასდროს ემთხვეოდა, დიდი ბედნიერება იყო ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელთანაც კამათს ყოველთვის ჰქონდა აზრი. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა კობა დავითაშვილის გარდაცვალებაზე მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.

თინა ხიდაშელი:

იმის მიუხედავად, დღეს რა დაიწერება სამედიცინო დიაგნოზში, რა იყო მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი, ამას ჩემთვის პირადად პრინციპული მნიშნელობა არ აქვს. მე ვიცნობდი კობა დავითაშილს შვიდ ნოემბრამდე და მას შემდეგ და ეს იყო ორი სხვადასხვა ადამიანი. კი, ძველი კობა იყო, მაგრამ მასში რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს არ იყო მხოლოდ 7 ნოემბერი, უნდა გავიხსენოთ აჭარის დარბევა, სადაც კობა დავითაშვილმა მძიმე თავის ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მოშლა და მისი რაღაცნაირად გამოცვლა ამას უკავშირდებოდა. მახსოვს, მომენტებში როგორ ითიშებოდა ხოლმე. ეს სულ იყო ძალიან თვალშისაცემი.

შემდეგ მას სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაეწყო და ბოლოს დამთავრდა ასეთი მძიმე შედეგით. არ არის საჭირო ეს ისტერია, თითების თვალში ტაკება და სამედიცინო დიაგნოზების ფრიალი. ორი ადამიანი, სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით, მიხეილ სააკაშილმა გაიმეტა სიკვდილისთვის, ეს იყვნენ ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი. მაშინ ისინი გადარჩნენ, ვალერი გელაშვილი კარგადაა, მაგრამ კობას ამ ამბავმა თავი შეახსენა მოგვიანებით. ელემენტარული ფაქტებია ეს, ისეთი ნათელია და ისე ხმამაღლა ყვირის, რომ არ მესმის, როგორ შეიძლება, ამაზე ადამიანები კამათობდნენ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g