LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ვიკვებოთ ახალი წლის დღეებში – კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია რეკომენდაციებს გვიზიარებს

159
სანდრო გოგოხია

როგორ ვიკვებოთ ახალი წლის დღეებში სწორად, რათა ჩვენს ორგანიზმს დისკომფორტი არ შეექმნას – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფიტნეს ტრენერი, კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

სანდრო გოგოხია მოქალაქეებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს და ახალი წლის დღეებში კვებასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს:

უკეთესია თუ არა, როდესაც მთელი დღის განმავლობაში საჭმელს არ ჭამ და ღამით სუფრასთან მიირთმევ?

„ძლიერი შიმშილის გრძნობა ბევრ ტკბილეულს მოგანდომებთ“;

არის რაიმე, რაზეც ახალ წელს იტყოდი, რომ არ მივიღოთ?

„შაქრიანი სასმელები“;

რა აზრის ხართ ახალი წლის შემდეგ დეტოქსზე?

„თუ შიმშილს და დეტოქსწვენებს გულისხმობთ – ცუდი აზრის. ხოლო თუ ჯანსაღი კვება და რაოდენობებზე გადასვლა იგულისხმება – მშვენიერი“;

რამდე დღეში ჩაცხრება ახალი წლის შეშუპება?

„გააჩნია, რამდენ დღეს გადააბამთ. ღამის თენება და ალკოჰოლის მიღება რამდენჯერმე თითქმის გარდაუვალია, ამიტომ, სადღაც 5-7 დღე“;

შეიძლება თუ არა, რომ საახალწლო სუფრა ჯანსაღი იყოს?

„რა თქმა უნდა, მთავარია ზომიერება დაიცვათ და ნებისმიერი საახალწლო სუფრა ჯანსაღია“;

რა რჩევას მოგვცემთ ბავშვებთან დაკავშირებით?

„არ დააძალოთ ბავშვებს ახალი წლის ღამეს სუფრასთან ჭამა, თუ არ სურთ“;

რას ფიქრობთ, ახალ წელს რომ არ ვიფიქროთ წონაზე და მივირთვათ რაც გვინდა და როცა გვინდა?

„დაგეთანხმებით, არც ეგ არის ცუდი ვარიანტი. ახალი წელი წელიწადში ერთხელ არის და, საშუალოდ, 2-3 დღე გრძელდება და არა მთელი იანვარი“, – აღნიშნავს სანდრო გოგოხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g