როგორ ვიკვებოთ მარხვის პერიოდში, რომ წონაში არ მოვიმატოთ?
ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ საკუთარი რეკომენდაციები ცნობილ ტელესახეს, ხატია შამუგიას გაუზიარა.
რა უნდა გავითვალისწინოთ მძიმე მარხვის ბოლო დღეებში, როდესაც ადამიანები მხოლოდ პურზე, წყალსა და ღვინოზე არიან – ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გვირჩევს, როგორ გადავანაწილოთ კვების რაციონში პური, რა სიხშირით დავლიოთ წყალი და რა რაოდენობით არის რეკომენდებული წითელი ღვინო?
როგორ უნდა გადავანაწილოთ კვების რაციონში პური, რა სიხშირით უნდა დავლიოთ წყალი და რა რაოდენობითაა რეკომენდებული წითელი ღვინის დალევა?
„მარხვის პერიოდში მესმის, რომ ნახშირწყლოვანი კვება უფრო მეტია, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უფრო ნატურალურ ბოსტნეულზე ვიყოთ ორიენტირებულები და პურისა და ცომეულის რაოდენობა, რაც შეიძლება შეზღუდული რაოდენობით იყოს კვების რაციონში. მარხვის პერიოდში არის ლობიოც, რასაც ხმელ ლობიოს ვეძახით, რომელიც საკმაოდ კალორიული პროდუქტია, აქედან გამომდინარე ვეცადოთ, რომ ძალიან ნუ გადავიტვირთებით აღნიშნული პროდუქტით. უფრო მიიღეთ მოთუშული კომბოსტო, ყვავილოვანი, ბადრიჯანი, ყაბაყი და თუ გვაქვს ცილის დეფიციტი, ასეთ შემთხვევაში ვთხოვოთ მამაოს, რომ რძის პროდუქტებზე კურთხევა მოგვცეს…
რაც შეეხება ზეთში მომზადებულ პროდუქტებს, ზეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგანაც ცხიმი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, ვეცადოთ, რომ ზეთი პროდუქტის მომზადების შემდგომ დავამატოთ საკვებს. ვეცადოთ რაც შეიძლება კარგი ხარისხის ზეთი გამოვიყენოთ, მათ შორის ზეითუნისა და სიმინდის ზეთი, რომელიც შედარებით დადებითი ხარისხის და ეფექტის მომცემია ჩვენი ორგანიზმისთვის“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.
