„რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის „გვაჩვენე შენი ხმა“ საშუალებით, აუდიტორიამ მრავალი ნიჭიერი ადამიანი გაიცნო. მათ შორის არის გია მენაბდე, რომელმაც შოუში ტაქსის მძღოლის როლი მოირგო, ბოლოს კი საკუთარი ვოკალური მონაცემებით ჟიური და მაყურებელი აღაფრთოვანა.
გია მენაბდემ ბიძინა კვერნაძის უკვდავი ჰიტი „შემოდგომის ყვავილებს“ შესანიშნავად შეასრულა.
„რა საოცრად სასიამოვნოა. სად იყავი აქამდე, ჩემო საამაყო ქართველო, რატომ არ ჩანდი. ამ ხმის დამალვა ცოდვაა“, „საცოდაობაა შენ რომ დიდ სცენას არ ამშვენებ“, „რომ დაგამუნჯებს და სუნთქვასაც შეიკავებ“, „ხალხშია მარგალიტები გაბნეული“ – აღნიშნავენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.