„მფრინავი ქართველი“, როგორც მას მსოფლიო პრესა უწოდებს, ჰოლანდიაში მოღვაწე ბალერონი გიორგი ფოცხიშვილი თბილისს სტუმრობდა სპექტაკლებით და „შუადღეს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, როგორ უყვარს ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლა:
„რომ მიფიქრია, რომელი სცენა და პუბლიკაა, ვის წინაშეც ყველაზე მეტად ვინერვიულებ და პასუხისმგებლობას ვიგრძნობ, თბილისს და ამ თეატრს არაფერი შეედრება. ვცდილობ, ჩამოვიტანო ჩემი მაქსიმუმი, რადგან მართლა აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები. მინდა, რომ ეს ყველაფერი უკან დავუბრუნო ქართველ ხალხს…“
ვიდეო: გიორგი ფოცხიშვილის გასაოცარი ცეკვა: „დაინგრა ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დარბაზი!..“
ვიდეო: გიორგი ფოცხიშვილის სრული ტრიუმფი ამსტერდამ ოპერაში: „ფარდა რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა…“