LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რუსი მუსიკოსი ფრაზისთვის – „არა ომს“, 40 000 რუბლით დააჯარიმეს

187
Untitled design (2)

„არა ომს“ – კონცერტზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის რუსული როკჯგუფის, “კურარის” ლიდერი ოლეგ იაგოდინი 40 000 რუბლით დააჯარიმეს.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, პოლიციამ სლოგანში რუსული არმიის და პირადად პუტინის შეურაცხყოფა დაინახა.

მუსიკოსი ეკატერინბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული მუხლით – ჯარის „დისკრედიტაციის“ შესახებ.

ამ სლოგანით მუსიკოსმა აუდიტორიას 24 ივნისს, ურალის მუსიკალურ ფესტივალზე მიმართა.

“მედუზას” ინფორმაციით, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ იაგოდინი უარყოფითად საუბრობდა შეიარაღებულ ძალებსა და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე და მან თქვა, რომ „პუტინი ქურდია“.

იაგოდინის ადვოკატები ამბობენ, რომ პოლიციას არ წარმოუდგენია რაიმე ვიდეოჩანაწერი ან სხვა მტკიცებულება ბრალდებების დასადასტურებლად. მუსიკოსმა სასამართლოში ასევე განაცხადა, რომ მას რეზიდენტის სახელი არ უთქვამს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g