LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საახალწლო კონცერტზე სანტა დაათვრეს ჭაჭით და არ ჩამოდის სცენიდან.. ვკიოდი გაიყვანეთ სანტა აქედან.. როგორც კი დავასრულე სიმღერა შუქი ჩაქრა“ – ლელა წურწუმიას სახალისო მოგონება ახალი წლის კონცერტიდან 

310
Untitled design (90)

მომღერალი ლელა წურწუმია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის საახალწლო რუბრიკაში, მისთვის დასამახსოვრებელ ახალ წელს იხსენებს.

როგორც ლელა ამბობს, ახალ წელს ყოველთვის გარეთ ხვდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ არტისტი ვარ ყოველთვის მიწევს ახალ წელს შევხვდე სამუშაო მდგომარეობაში.

იუმორის გარეშე ახალი წელი არ არსებობს..

დაახლოებით 15 წლის წინ თავისუფლების მოედანზე იყო დიდი კონცერტი, მე ვმღეროდი შერის რეპერტუარს. დიდი ბუმბული მეკეთა თავზე, ლამაზი შავი კაბა მეცვა, როგორც კი დადგებოდა ახალი წელი პირველი ნომერი იყო ჩემი, მაგრამ ამას წინ უძღოდა სვანეთიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი.

მე ლიფტით ამოვდიოდი, სანტა დაათვრეს ჭაჭით და არ ჩამოდის სცენიდან.. არ დაამთავრა ლაპარაკი, ყინავდა, ვეღარ ვიშლებოდი და ვკიოდი გაიყვანეთ სანტა აქედან..

როგორც იქნა გაიყვანეს, ამოვედი და როგორც კი დავასრულე სიმღერა შუქი ჩაქრა,“ – იხსენებს სახალისო ისტორიას ლელა.

მომღერალმა ასევე თქვა, რომ ახალი წლის დადგომამდე ყოველთვის კითხულობს ლოცვას:

„ახალ წლამდე ვკითხულობთ შვიდგზის ლოცვას, ერთხელ პატრიარქმა ბრძანა წაიკითხეთო და ამის შემდეგ ჩამრჩა მეხსიერებაში..

მთელს დედამიწას მინდა მივულოცო ახალი წელი და ყოველ დღე მადლობა უთხარით უფალს, სამყაროს, რომ ეს დღე გათენდა,“ – ამბობს ლელა წურწუმია.

ვიდეო: ლელა წურწუმია, ნინო სურგულაძე და მაია ბარათაშვილი „სულიკოს“ არაჩვეულებრივად ასრულებენ | კადრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან

ვიდეო: ბლოგერი მარიამ სადღობელაშვილი პოპდივასთან ერთად სცენაზე ამღერდა – კადრები ლელა წურწუმიას კონცერტიდან

ვიდეო: ლელა წურწუმიას და „თორჩოს“ დუეტი და უამრავი გულშემატკივარი ორბელიანის მოედანზე – რა კადრებს ავრცელებს მამულიჩა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები