საბავშვო გადაცემა „პატარების დიდი შოუ“ უკვე მე-6 სეზონია, აუდიტორიას ნიჭიერ მოზარდებს აცნობს.
გადაცემის გასულ ეპიზოდს, როგორც ყოველთვის, კვლავ საინტერესო მონაწილეები ჰყავდა, მათ შორის იყვნენ ზაზა და ნიკა მანდენაშვილები დუშეთიდან.
ბიჭებმა, რომლებიც არაჩვეულებრივად უკრავენ დოლსა და გარმონზე, შესანიშნავად შეასრულეს „აჭარული“ და გადაცემის წამყვანი, დუტა სხირტლაძეც ააცეკვეს.
„ძალიან ნიჭიერი ბავშვები ხართ“, „საამაყო ვაჟკაცები“, „აი ეს არის ქართული გენი“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ზაზა და ნიკა მანდენაშვილები – აჭარულიზაზა და ნიკა მანდენაშვილები – აჭარული 🥁🪗 პატარების დიდი შოუ – VI სეზონი / ეპიზოდი 4 #პატარებისდიდიშოუ
Posted by პატარების დიდი შოუ on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2024