LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სად არის რირი შენი ქალური სოლიდარობა?“- ჯონი დეპმა რიანას ბრენდის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა

202
page

Amazon Prime-ზე რიანას ბრენდის, Savage X Fenty შოუ გაიმართა. მასში მონაწილეობა ჯონი დეპმა მიიღო. 59 წლის მსახიობი მოკლე ვიდეორგოლში ბრენდის, ხაკისფერ ფერებში გადაწყვეტილი პიჟამითა და შარვლით პოზირებდა და შესანიშნავადაც გამოიყურებოდა. მოგვიანებით დეპმა ვიდეო „ტვიტერზე“ გაავრცელა.

ფოტოები სოციალურ ქსელში რიანამაც გამოაქვეყნა. ბარბადოსელი ლამაზმანი, როგორ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

სხვათა შორის, რიანა კრიტიკის ობიექტი გახდა. საზოგადოების ნაწილი მას იმის გამო აუჯანყდა, რომ თავისი ბრენდის კამპანიაში ჯონი დეპი მოიწვია, რომელსაც ყოფილ ცოლთან ძალადობაში დღემდე ბევრი დებს ბრალს.

„რატომ ჩართო თავის კამპანიაში მოძალადე?“, „ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, „სად არის რირი შენი ქალური სოლიდარობა?“, – წერენ კომენტარებში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by badgalriri (@badgalriri)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები