სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ ბერაძე და გიორგი ფეიქრიშვილი დაქორწინდნენ. სოციალურ ქსელში ულამაზესი წვეულების უამრავი კადრი ვრცელდება.
წყვილი უამრავ მოწონებას და თბილ სურვილებს იღებს.
„არა რა, შეუდარებელი დაა განუმეორებელი ერი ვართ!! სად და რომელ ქვეყანაში ნახავთ ასეთ სილამაზეს?“
„საოცარი პატარძალია“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მარიამს გასულ წელს, პარიზში ეიფელის კოშკის ფონზე სთხოვეს ხელი. მოცეკვავის რჩეული გიორგი ფეიქრიშვილია.
ფოტო/ვიდეო: „მან თქვა კი“ – სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ ბერაძეს ხელი ეიფელის კოშკის ფონზე სთხოვეს
