აშშ-ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. ტრამპმა რამდენიმე განკარგულება მხარდამჭერების წინაშე გამართულ ღონისძიებაზე გააფორმა, ხოლო შემდეგ თეთრ სახლში გადაინაცვლა.
გუშინ ხელმოწერილი განკარგულებები მოიცავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, მათ შორის აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, აშშ-ის გასვლას პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, ფედერალური თანამშრომლებისთვის პირადად მუშაობის ვალდებულებას და სხვა ზომებს.
დონალდ ტრამპი: აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი
„ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას, რომელიც რეალურად არ ცნობს განსხვავებულ ფერებს“
ამასთან, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი სხვა აღმასრულებელი ქმედებები მოიცავს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეწყვეტას, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების ან სასამართლოების მეშვეობით უნდა გადაიჭრას, ასევე ლტოლვილთა განსახლების მინიმუმ ოთხი თვით შეჩერებას, მიმართვას გენერალური პროკურორისადმი, მოითხოვოს სიკვდილით დასჯა უსაბუთო მიგრანტების მიერ სამართალდამცავების მკვლელობისთვის ან სხვა ისეთი დანაშაულების, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით ისჯება.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდადებული და ბრალდებული.
„ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-თვის – სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ“, – განაცხადა ტრამპმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა და ქონების განადგურება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ტელეკომპანიის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სხვა ქმედებებთან ერთად, იწვევს პენტაგონის დამატებითი რესურსების და შეიარაღებული ძალების განლაგებას საზღვარზე კედლის მშენებლობის დასასრულებლად.
დონალდ ტრამპი: ამერიკის ოქროს ხანა იწყება – ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და თავს უფლებას არ მივცემთ, ჩვენით ბოროტად ისარგებლონ
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს. ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.
აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან.
სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებებს – „ქალების გენდერული იდეოლოგიისგან დაცვისა“ და „ფედერალურ მთავრობაში ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენის“ შესახებ.
გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა დირექტივები „სამთავრობო ცენზურის აღკვეთისა შესახებ.“
ასევე, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დროებით შეაჩერებს „ტიკტოკის“ აკრძალვის ძალაში შესვლას, და გამოსცა დირექტივა „ყოფილი სამთავრობო მოხელეების პასუხისმგებლობის შესახებ საარჩევნო ჩარევის გამო“.
ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელი ქმედებების სერიას, რომელიც მოიცავდა ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანების გაუქმებას.
President Donald Trump took the first steps to enact his sweeping agenda with a series of executive actions that are expected to kickstart his promised transformation of the federal government. On the first day of his second term, Trump took a moment during his post-inauguration rally to sign several actions that remove the US from the Paris Climate Agreement, freeze hiring in the federal government and require federal workers to return to the office. And in the Oval Office hours later, Trump signed actions that pardoned those charged with crimes related to the January 6, 2021, attack on the Capitol, delayed the ban on TikTok and worked to revamp the American immigration system. Read more: https://cnn.it/4gchMKl
Posted by CNN on ორშაბათი, 20 იანვარი, 2025