მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, 2020 წლის World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე, კურორტმა საირმემ მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. კერძოდ, ის საქართველოში 2020 წლის წამყვან კურორტად დასახელდა.
„საირმე World Travel Awards-ის გამარჯვებულია! წელს პირველად, კურორტი ყველაზე მასშტაბურ კონკურსში ჩაერთო, უმსხვილეს ბრენდებთან კონკურენციის პირობებში, გრანდიოზული გამარჯვება მოიპოვა და ტურიზმის ოსკარის მფლობელი გახდა!
ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და მადლობას გიხდით ნდობისთვის, ერთგულებისა და უდიდესი მხარდაჭერისთვის!“, – აცხადებენ კურორტ საირმეს მენეჯმენტში.