LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სახლიდან გამოდიოდა, იკარგებოდა და პატრული გვირეკავდა, მოდით, წაიყვანეთო“ – რატომ აკრიტიკებდნენ არჩილ ჩიხლაძის დაავადების გამო მაყვალა ჩიხლაძეს

664
2026-02-18_02-15-26_941827

არჩილ ჩიხლაძისა და მაყვალა ბოტკოველის დუეტი, რომელსაც საბჭოთა და ქართულ ესტრადაზე „ჩიხლაძეების“ დუეტად მოიხსენიებდნენ, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მათ შეასრულეს ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა: „კართან მოდგა შემოდგომა“. „სიჭაბუკე“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“ და სხვა.

მაყვალა ჩიხლაძემ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ თავის ყოფილ მეუღლეზე და მის დაავადებაზე ისაუბრა.

„ბოლოს დაავადდა, ალცჰაიმერი ჰქონდა და იქამდე სკლეროზით დაიწყო. 35 წლის გაცილებულები ვიყავით, თუმცა 5 წელი ერთად მაინც ვმღეროდით. ორი საერთო შვილი გვყავს. როდესაც დაავადდა, ხალხი ამბობდა რომ მიატოვა მაგიტომ დაემართაო. მე და ჩემი ქალიშვილი მაინც ვუვლიდით, საჭმელს ვუმზადებდი და ჩემს შვილს მიჰქონდა.

ორჯერ დაოჯახდა და ორივე ცოლს გაშორდა. მარტო ცხოვრობდა. სახლიდან გამოდიოდა და იკარგებოდა. პატრული გვირეკავდა, მოდით და წაიყვანეთო. ბოლოს სხვა გზა არ იყო, მოხუცთა თავშესაფარში წავიყვანეთ, სადაც ყოველ კვირას ავდიოდით. ყველაფერი მიგვქონდა, რაც სჭირდებოდა“, – ამბობს მაყვალა ჩიხლაძე.

ვიდეო: მაყვალა ჩიხლაძე: „არჩილი სულ მღალატობდა და ჩემზე ეჭვიანობდა…“

ვიდეო: „გაშორებული ვიყავი, მაგრამ მაინც მამოწმებდა.. ჩემს მერე ორი ცოლი გამოიცვალა და ისინი საერთოდ არ გაკარებიან“ – მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების სიყვარულის სევდიანი ისტორია

მაყვალა ჩიხლაძე: „რა მოვალე ვიყავი? 35 წლის გაცილებული ცოლი არჩილს ვპატრონობდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g