უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და ღირსეულ პარტნიორობას უწევს მორაგბე ჯორდან კონროის.
წყვილი ყოველ საკონკურსო ტურში ჟიურისგან საკმაოდ მაღალ შეფასებებს იღებდა.
გუშინ, ნახევარ ფინალში შესრულებული ცეკვის შედეგად კი, სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე ფინალში გადავიდა.
წყვილმა ჟიურისგან 28 ქულა დაიმსახურა.
ის ფაქტი, რომ სალომე ჭაჭუა ახლა უკვე ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვალვებს” იპყრობს, ძალიან ახარებთ ქართველ გულშემატკივრებს და წყვილის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება.
ვიდეო: „საოცრად შესრულებული ჩა-ჩა-ჩა“- სალომე ჭაჭუამ ზებრის, მისმა მეწყვილემ კი ლომის როლი მოირგო
ვიდეო: სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი გამოსვლა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში”
სექსუალური სალომე საქართველოდან… რას წერს ირლანიური მედია სალომე ჭაჭუაზე