2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების წევრებს სამშობლოში გულშემატკივარი ოვაციებით დახვდა.
რუსთაველის გამზირზე, ნაკრების დახვედრის ცერემონიისა და საზეიმო მსვლელობის დროს, ფეხბურთელები ქომაგებს სამახსოვრო ავტოგრაფებს ურიგებდნენ. გულშემატკივრების ნაწილმა, საყვარელი ფეხბურთელებისგან ხელმოწერები მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღო.
სამახსოვრო ავტოგრაფის ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში მომღერალ ეკა კახიანის შვილი, ქეთო თოფურიძეც – მას სამახსოვრო წარწერა მაისურზე ნაკრების წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ დაუტოვა.