ვიდეო „სამეგრელოს ტური“ 2021 წლის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ვიდეო USAID/საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.
ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ მონაწილეობა მიიღო UNWTO-ს გლობალურ ვიდეოკონკურსში, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის წარდგენას და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე.
