საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის დედა, მთვარისა რუხაძე „ნოდარ მელაძის შაბათში“ შვილის კარიერის დასაწყისსა და განვლილ სირთულეებზე საუბრობს.
„სულ მეუბნებოდნენ, რა მაგრად თამაშობს, ფეხბურთზე არ მიგყავსო. ვეუბნებოდი ჯერ პატარაა მეთქი. მითხრეს დინამოს აკადემიაში მიმეყვანა. ჩემს გარეშე ერთი ღამეც არ ჰქონდა განათევი და რა თქმა უნდა, აკადემიაში როდესაც წავიდა თავიდან გაუჭირდა.
როდესაც ბელგიელებთან კონტრაქტი გააფორმა და მის სანახავად მივიდნენ ნახეს, რომ სამი ბიჭი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. გაგიჟდნენ, უთხრეს, წადით ბინა მოძებნეთ და ჩვენ ვიყიდითო. ასე გვიყიდეს ბელგიელებმა ბინა.
როდესაც ვნახე ვიდეო, სადაც მღეროდა და ცეკვავდა, გამიკვირდა, ასეთი არასდროს მინახავს. საერთოდ ცეკვა თუ იცოდა არ ვიცოდი“,- საუბრობს ჩაკვეტაძის დედა.