LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

2683
BeFunky-collage - 2023-08-06T010416.695

შოვში, სტიქიას გადარჩენილი ბიჭი, დავით ჯელაძე „რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას ტრაგედიის დღეს, 3 აგვისტოს იხსენებს.

„სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…

წამოსვლა დავაპირეთ სახლში და რომ მოვდიოდით, სანამ სანსეტ კოტეჯამდე მოვდიოდით იქ გავჩერდით, მინერალური წყალი დავლიეთ და სახლში ვაპირებდით წასვლას და რომ წამოვედით, ხიდზე რომ შემოვედით საშინელებები ხდებოდა, წინ ყველაფერი წაღებული იყო.

შოვის კოტეჯის წინა მხარე ყველაფერი წაღებული იყო, წინ წასვლა შეუძლებელი გახდა, შემდეგ, გადავწყვიტეთ ტყეში უკან გავბრუნებულიყავით, მაგრამ რომ დავაპირეთ უკან წასვლა, მიწის მასამ გზა ჩაგვიკეტა, შეუძლებელი იყო გადასვლა. ამ ხეებმა და ქვის მასამ სულ ამოავსო ის ადგილი მინერალური წყალი სადაც იყო. იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ზოგმა მოასწრო ტყეში შესვლა, ზოგმა არ ვიცი…არ ვიცი, გადარჩნენ თუ არა…და ისმის საშინელი ხმა, საიდან მოდის ეს ხმა, ვიყურებით და ზემოთ რომ გავიხედეთ, მიწის მასა მოდის უსწრაფესად და ძალიან მაღალი. მიწა იყო ხეებით და დიდი ქვებით გატენილი”, – საუბრობს დავით ჯელაძე.

ცნობისთვის, დავით ჯელაძემ მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 17 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

„გუშინ 2 ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, რომლებსაც ვეძებდით” – ლერი ბარნაბიშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის შვიდი თუ რვა ბავშვია

ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, სამირა არ გვიპოვია, უბრალოდ, ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან“ – დაკარგული სამირა ისაევას ძმა

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები