მსახიობი მაკა ძაგანია სოფლის ცხოვრების და სიახლეების შესახებ გვესაუბრება ვიდეოში, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა. ის ასევე სამწუხარო ინფორმაციასაც ავრცელებს, მას მამამთილი გარდაეცვალა და ოჯახმა მისი ძაღლი სახლში წამოიყვანა:
„ყველაზე რთული ალბათ წინ არის. ჩემი ვეებერთელა ძაღლის და ახალი ოჯახის წევრის, სიმბას შეგუება ერთმანეთთან. ეს ჩემი ოჯახის ახალი წევრია. სამწუხაროდ, ეს წელი დიდი დანაკლისით დაგვეწყო, გარდამეცვალა მამამთილი და მოგვიწია, რომ მისი ძაღლი წამოგვეყვანა სახლში. დიდი გამოწვევების წინაშე დავდექით, როგორ შეეგუებოდნენ ერთმანეთს. კიდევ ერთი გამოწვევა ისაა, რომ უკვე ქათმებიც მყავს, სამწუხაროდ, არც საქათმე გვაქვს, ერთი ყუთი აქვთ, რომელშიც იყუჟებიან. ამინდებისთვის არ ვიყავით მზად. ამინდი ისეთია, რომ ვერაფერს ვაკეთებთ… მგონი, ძაღლებმა საკმაოდ კარგად გაუგეს ერთმანეთს… სავარაუდოდ, კარგად იცხოვრებენ ერთად. ბედნიერებას გისურვებთ ყველას…“
