რეგიონული ანესთეზიიის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი ეპიდურული გაუტკივარებაა.
ეპიდურული გაუტკივარება ტარდება როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს.
მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ზაზა სინაურიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს, უნდა უკეთდებოდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარე პაციენტს გაუტკივარება.
„ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ ქალბატონს აქვს უფლება მკურნალობის მეთოდი აირჩიოს. როგორც ექიმი ვიტყოდი, რომ ეპიდურული გაუტკივარების გაკეთება სასურველი არ არის. ეს პროცედურა ნიშნავს, რომ ჩვენ ორგანიზმში საკმაოდ სათუთ ინვაზიას ვაწარმოებთ. შესაბამისად მას თავისი ჩვენება და უკუჩვენება გააჩნია.
მოდი, გავაყუჩოთ, ეს არასწორი მიდგომაა. არსებობს გართულებები წონის დროს. სივრცე, სადაც ნემსი უნდა შევიდეს გაცილებით იზრდება. სანამ ამ გაუტკივარების გაკეთებას გადაწყვეტთ, მანამდე ბევრჯერ დაფიქრდით“, – საუბრობს გინეკოლოგი.
