LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სანამ სცენაზე ვიდგები, ყოველთვის „ინათებს“ ჩემი თეოს სახელი“ – დათო კენჭიაშვილის მიძღვნა თეონა ქუმსიაშვილს

277
დათო კენჭიაშვილი

7 მარტს, გურჯაანის კულტურის ცენტრში მომღერლისა და კომპოზიტორის, დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.

ვიდეო: „საქართველოს ოქროს ხმის ტრიუმფი ბაქოში!..“ – დათო კენჭიაშვილის კონცერტები ბაქოში ანშლაგით გაიმართა

მუსიკალურ საღამოს დათო კენჭიაშვილმა შეასრულა მისი რეპერტუარიდან მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მათ შორის, თეონა ქუმსიაშვილის და ეთერ თათარაიძის კომპოზიციები.

სიმღერა – „ინათებს“, რომელიც დათო კენჭიაშვილმა ამავე კონცერტზე შეასრულა, კომპოზიციის ავტორის, 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

„სანამ სცენაზე ვიდგები, ყოველთვის „ინათებს“ ჩემი თეოს სახელი.

„ინათებს“ – ტექსტის და მუსიკის ავტორი: თეონა ქუმსიაშვილი“, – წერს დათო კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში და კონცერტზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეო: „სადაც არ უნდა ვიყო, თან ვატარებ ჩემს ქვეყანას, ისტორიას და იმ ემოციას, რომელსაც ქართული სიმღერა ჰქვია“ – დათო კენჭიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g