LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცარია! ზღაპარში მეგონა თავი“ – პაროდისტ ოთო კაჭარავას მიერ გაცოცხლებული მულტიპლიკაციური გმირები და საოცრად შესრულებული ყველასათვის საყვარელი საუნდტრეკი

131
ოთო კაჭარავა

ტელეკომპანია „იმედის“ იუმორისტულ გადაცემას – „ჩვენი შოუ“, ცნობილი ახალგაზრდა პაროდისტი ოთო კაჭარავა სტუმრობდა.

ოთო ფართო აუდიტორიამ გაიცნო საოცარი მუსიკალური პაროდიებით – ის სხვადასხვა მუსიკალურ მილტიპლიკაციურ ფილმებს შეუდარებლად ახმოვანებს.

ოთო კაჭარავამ ცოტა ხნის წინ პოლონურ „ნიჭიერშიც“ მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი იუ მორისტულ შოუში „იუმორინაში“ მონაწილეობდა.

ოთო კაჭარავამ „ჩვენს შოუში“ „პატარა ქალთევზას“ პერსონაჟები გააცოცხლა და „Under the Sea“ საოცრად შეასრულა.

„საოცარია!“ „ზღაპარში მეგონა თავი“, „დიდებსაც გვიყვარს ზღაპრულ სამყაროში ხეტიალი“, „ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები