LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცრება ოჯახი, ბედნიერი დედა!“ – თინათინ ჭულუხაძე შვილებთან, მათე და თომა მარტიაშვილებთან ერთად ამღერდა

699
მათე მარტიაშვილი

მათე მარტიაშვილი ფართო აუდიტორიამ ცოტა ხნის წინ, მუსიკალურ პროექტ „რანინადან“ გაიცნო. ინდივიდუალური შესრულების მანერითა და ხმის ტემბრით მათემ მალევე მოხიბლა როგორც „რანინას“ ჟიური, ისე ქართველი მსმენელი.

პროექტის მიმდინარეობის დროს შეიტყო მაყურებელმა ისიც, რომ მათე ასევე მუსიკალური პროექტის, „ჯეოსტარის“ 2006 წლის სეზონის გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის შვილია.

ექსკლუზივი: „რანინელი“ მათე მარტიაშვილი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ ფოლკლორის ტურზე მაყურებელი აღაფრთოვანა, „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის ვაჟია: „მათემ რომ ეს სიმღერა შეასრულა, მიწას ვეღარ ვგრძნობდი, დავფრინავდი… საკუთარი წარმატება დამავიწყა…“

ბოლო პერიოდში მომღერალი დედა-შვილი სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას ერთად სტუმრობს და დუეტებს ასრულებს.

ვიდეო: „უტკბილესი ხმები“, „საამაყო დედა-შვილი“ – მათე მარტიაშვილისა და თინათინ ჭულუხაძის ბრწყინვალე შესრულება: „ვოცნებობდი, ჩემს შვილებს ან მეორე ხმა ან ბანი მოეცათ და ეს ოცნება ამიხდა…“

ამასთან, აღმოჩნდა, რომ შესანიშნავად მღერის მათეს უმცროსი ძმა, თომაც.

ვიდეო: როგორ მღერის მათე მარტიაშვილის ძმა – ოჯახური შესრულება

მათე დედასთან და ძმასთან ერთად დღეს გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდა, სადაც მათ შეუდარებლად იმღერეს „შენ ვინ გკითხავს“ და უამრავი კომპლიმენტიც მიიღეს:

🎶 „შენ ვინ გკითხავს“ – თინა ჭულუხაძე, მათე და თომა მარტიაშვილები

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2024

ვიდეო: „ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა!“ – მათე მარტიაშვილის „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g