„თეთრი ღამე“ ანრი ჯოხაძემ ახალი ვერსიით წარმოგვიდგინა და ვიდეორგოლიც გაგვიზიარა, რომლის რეჟისორიც, რა თქმა უნდა, თავად არის.
წლების წინ სიმღერა პოპულარული ბესო კალანდაძის შესრულებით გახდა, კომპოზიცია კი ზურაბ მანაგაძეს ეკუთვნის.
კლიპში მონაწილეობს ყველასთვის საყვარელი მსახიობი, კირა ანდრონიკაშვილი, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება.
„წარმატება უნიჭიერესო და უმაგრესო ადამიანო…“
„ნომერი პირველი მომღერალი საქართველოში…“
„საოცრებებს ახდენ ანრი… სასწაულია… უკვე მიყვარს…“, სწერენ ანრის კომენტარებში.
