LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველო გაიმარჯვებს! ზოგჯერ სიკვდილი ახლის დაბადებაა!…“ – იზა ომაძის ემოციური მიმართვა და ნიკო კვარაცხელიას აქამდე უცნობი კადრები

143
იზა ომაძე

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება თბილისში, პარლამენტის წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ საქართველო გაიმარჯვებს.

იზა ომაძე აღნიშნულ პოსტს ნიკოს კადრებს ურთავს თან.

„#ყველასხომვერდახოცავთ

საქართველო გაიმარჯვებს!!!

ზოგჯერ სიკვდილი ახლის დაბადება!!!

აღდგომა იქნება”, – წერს იზა ომაძე.

ვიდეო: „დიახ ჰერიო, ჰერიო ბიჭებო.. ახალგაზრდები სამშობლოს სიყვარულისთვის ბევრს გაუძლებენ..“ – იზა ომაძე

#ყველასხომვერდახოცავთ საქართველო გაიმარჯვებს❗️❗️❗️ ზოგჯერ სკვდილი ახლის დაბადებააა❗️❗️❗️ აღდგომა იქნებაააა❗️❗️❗️❗️ 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by Iza Omadze on სამშაბათი, 30 აპრილი, 2024

ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები