თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მსახიობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები. ადგილზე იმყოფებოდა მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა მედიასთან კოლეგის დაკავების მომენტი და აღნიშნა, რომ სასამართლოში ალბათ კიდევ არაერთხელ მოუწევს მისვლა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო:
„პოლიციელს ვემუდარებოდი არ წაეყვანა გულწასული ადამიანი, რომელიც გზაში იკეცებოდა – ამ დროს უკნიდან მომხვდა რაღაც“ – რა თქვა გიორგი ბახუტაშვილმა პროცესზე
საქალაქო სასამართლოში გიორგი ბახუტაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მსახიობმა პროცესზე აქციაზე მომხდარის დეტალები გაიხსენა.
„საქართველოს სიყვარულისთვის, ადამიანების დახმარებისთვის ისჯები, ამიტომ ამ სასამართლოში ალბათ კიდევ არაერთხელ მოვალ… მე მინდა, რომ ყველას ვინც ცრუ ჩვენებას იძლევა, ყველა ადამიანმა კარგად დაიმახსოვრონ მათი სახელები და გვარები, იმიტომ რომ მოვა დრო, როდესაც აუცილებლად აღმოჩნდებიან მოწინააღმდეგე მხარეს და მათ მოუწევთ სასამართლოში პასუხისგება“ – აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს.
ნანკა კალატოზიშვილი: საქართველოს სიყვარულისთვის ისჯები💬 „საქართველოს სიყვარულისთვის, ადამიანების დახმარებისთვის ისჯები, ამიტომ ამ სასამართლოში ალბათ კიდევ არაერთხელ მოვალ“ — ნანკა კალატოზიშვილი 📌 ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს
Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024