LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველოში ნუ ბლატაობ, შე ოკუპანტო“ – შემთხვევა სამარშრუტო ტაქსიში, როდესაც რუსმა ტურისტმა უკრაინული სიმღერის გამორთვა მოითხოვა

881

ლაშა დიაროვი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც მეგობარმა გამოუგზავნა. იქ ჩანს, რომ რუსი ტურისტი, რომელიც ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში აღმოჩნდა, უკრაინული სიმღერის გამორთვას ითხოვდა, რამაც იქ მყოფი ქართველების ბრაზი გამოიწვია.

„კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ვიდეო მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ახლახან გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა.

ვიდეო გადაღებულია ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსში.

ჩემი მეგობარი მობილურში უყურებდა უკრაინულ ვიდეოებს, ოკუპანტების წარმომადგენელმა, რუსმა ქალმა შეურაცხმყოფელად მოუწოდა მას ვიდეოს გათიშვისკენ, რაზეც ხალხისგან დამსახურებული პასუხი მიიღო!

აი, ასე მეგობრებო! სწორი მიდგომაა! ღორ ოკუპანტს ელარჯი კი არ უნდა გავუწელოთ, არამედ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ!

მთავრობა მტრის მხარესაა, ამიტომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ რუსებისთვის დისკომფორტის შექმნა! სხვანაირად ქვეყანას დავკარგავთ!

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!“

ნათია ფანჯიკიძე: „ველაპარაკოთ რუსებს ქართულად. აწი ეგენი აღარ წავლენ და ქართული მაინც ვასწავლოთ, ვიდრე მათ გაგვარუსონ და სახელმწიფო ენად გამოგვიცხადონ რუსული მალე“

„მივმართავ ყველას.. რას უტოვებთ მომავალ თაობას ტიფლისს თუ თბილისს? თავისუფლებას თუ “на право на лево”? დასასვენებლად ხართ წასულები და რომ დაბრუნდებით მერე უფრო დაიღლებით, როცა საკუთარ სამშობლოში მდგმური ვიქნებით“ – მიხეილ რამიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები