LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე ავარიული ინციდენტი განიცადა

1020
Untitled design (3)

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინციდენტი ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა, თუმცა გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა ვერტმფრენის სტაბილიზება მოახერხეს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „MI – 8“ ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა.

აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა.

დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეომასალა სოციალურ ქსელ Telegram-ზე გავრცელდა.

magti 5g