ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ საკუთარ მაყურებელს 11-შვილიან ოჯახს აცნობს.
დეკანოზ არჩილ ქიტუაშვილს და სალომე სიხარულიძეს მე-11 შვილი, გიორგი ცოტა ხნის წინ შეეძინათ.
„ყოველდღე ხვდები, ღმერთი რომ არ გეწეოდეს, წარმოუდგენელია… ყველაფერს მერე და მერე უფრო აცნობიერებ, პასუხისმგებლობასაც… დიდი ბედნიერებაა და ყველას ვუსურვებ დედობის სიხარულის განცდას“, – აღნიშნავს 11 შვილის დედა სალომე სიხარულიძე.
„რაც ასაკი გემატება, სიმკაცრე გაკლდება, მაგრამ ნერვიულობა გემატება…
შვილების დაბადების რიცხვები და წლები მახსოვს, კლასები კი რთული დავალებაა [იცინის]. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ. რომ გავიცანი, 12 წლის იყო, მე – 15-ის. პირველი შვილი რომ შეგვეძინა, 20 წლის ვიყავი…
ჩემი ოცნებაა, როცა გაიზრდებიან, ყველა ერთად შევიყაროთ – მეუღლეებით და შვილებით, მინდა ეზოში დიდი მაგიდა მქონდეს, სადაც ერთად დავსხდებით“, – აღნიშნავს დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი.
