მოქალაქე მერი გუკასიანმა რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის” მესამე სეზონის მონაწილეს, სვეტა ბაღდასაროვას საკუთარი სახლი დაუთმო.
ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე აზიარებს.
„სასწაულები ნამდვილად ხდება!!! და კეთილშობილი ადამიანები ნამდვილად არსებობენ !!! სვეტა ბაღდასაროვა ორ ბავშვთან ერთად არც თუ ისე კარგად ცხოვრობდა. წვალობდა სამივე, მარტივად რომ ვთქვა.
ერთ მშვენიერ დღეს მის ცხოვრებაში გამოჩნდა მერი გუკასიანი, რომელმაც აი, ასე, ადგა და დაუთმო საკუთარი სახლი. დღეიდან ისინი დაიძინებენ თბილ, კომფორტულ სახლში”, – წერს ნანიკო ხაზარაძე.