LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საუკეთესო მსახიობის ჯილდოს არ ველოდი..“ – გივი სიხარულიძის შვილის, ბექა სიხარულიძის ფილმის აღიარება, ამერიკულ და ევროპულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე | რეჟისორმა გამარჯვება მამას და სიდედრს მიუძღვნა

359
Untitled design (1)

მსახიობ გივი სიხარულიძის შვილის ფილმმა „FROM LIFE TO LIFE“ ამერიკულ და ევროპულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე აღიარება მოიპოვა. ბექა სიხარულიძემ კი საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო.

ამ წარმატების შესახებ მან გადაცემაში „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ისაუბრა და თქვა, რომ „საუკეთესო მსახიობის ჯილდოს არ ელოდა“. რეჟისორმა გამარჯვება მამას და სიდედრს მიუძღვნა.

„ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის გამარჯვება არაა. ეს მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ყველგან წერია, რომ ეს არის ქართული ფილმი. საუკეთესო მსახიობის ჯილდოს ნამდვილად არ ველოდი.. გამიხარდა და მამაჩემს მივუძღვენი ეს“, – ამბობს ბექა სიხარულიძე.

გივი სიხარულიძე კი აცხადებს, ელოდებოდა ფილმის წარმატებას.

„მე ველოდებოდი, რომ აუცილებლად აიღებდა ფილმი პირველ ადგილს და გაიმარჯვებდა. უკვე მეხრე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმარჯვა ამ ფილმმა. ბექა ძალიან მაგრად თამაშობს“, – აცხადებს გივი სიხარულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები