LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სელმა ჰაიეკი, ნაომი კემპბელი – ლენი კრავიცის ვარსკვლავური იუბილე პარიზში

172
page

26 მაისს, ლენი კრავიცი 60 წლის გახდა. აღსანიშნავია, რომ დაბადების დღემდე ორი დღით ადრე, მან მე-12 სტუდიური ალბომი – Blue Electric Light გამოუშვა.

იუბილე და ახალი დისკის რელიზი საკულტო არტისტმა, საფრანგეთში იზეიმა. მისი დღეობის აღსანიშნად, პარიზში თავი მუსიკოსის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მოიყარეს. ისინი საფრანგეთში, სპეციალურად ამ დღისთვის ჩავიდნენ.

სტუმრებს შორის აღმოჩნდა სელმა ჰაიეკი. სწორედ მან გაუზიარა საზოგადოებას ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პარიზის ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში, კრავიცის დაბადების დღე აღინიშნა.

მექსიკელი მსახიობის გარდა, წვეულებაზე – ნაომი კემპბელი და კრის როკი, ასევე ლენის ექსმეუღლე – ლიზა ბონეტი და მათი ერთადერთი საერთო ქალიშვილი – ზოი კრავიცი იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლენი კრავიცის კონცერტი საქართველოში, ორჯერ დაქენსელდა. 2020, შემდეგ კი ახალი თარიღით – 2021 წელს, მომღერალის კონცერტი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები