LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შემიძლია, მისაღებ ოთახში მივწი-მოვწიო რაღაცები, დავაფინო ლეიბები და შეუძლიათ, დარჩნენ ჩემთან“ – ბუდუ ზივზივაძე განმარტავს, რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე

210
Untitled design (3)

ბუდუ ზიივზივაძემ პირველი არხის ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე ჩასულ ქართველებს, ვინც სასტუმროს ვერ იშოვის სახლში დაპატიჟებს.

წამყვანის კითვა, რამდენი ადამიანის დატევა შეუძლია სახლში, ბუდუ პასუხობს:

„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ არაა პრობლემა, შემიძლია, მისაღებ ოთახში მივწი-მოვწიო რაღაცები, დავაფინო ლეიბები და შეუძლიათ,დარჩნენ ჩემთან. მაგ დროს მე სახლში არ ვიქნები, სასტუმროში ვიქნები ნაკრებთან ერთად, ამიტომ ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩემთან დარჩეს, კონსულტაციები ჩემ ოჯახთან ერთად უნდა გაიაროს“. – განმარტა ბუდუმ.

ვიდეო: „ყველას, ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვის, ჩემთან, სახლში ვეპატიჟები“ – ბუდუ ზივზივაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები