ბლოგერმა და ქველმოქმედმა დავით ოქროპილაშვილმა მარიამ კოხრეიძის თავისი ახალი სახლის გასაღები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
კადრებში ჩანს მარიამ კოხრეიძის და მისი დედმამიშვილების რეაქცია მათი ახალი სახლის ნახვის დროს.
როგორც ცნობილია, მარიამ კოხრეიძის სახლის აშენება და რემონტი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეგახსენებთ, მარიამ კოხრეიძე, მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც გოგონამ საზოგადოების დახმარებით, ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა, დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.