გადაცემა, „თამიასთან“ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოს, მეუფე საბასთან ინტერვიუს გვთავაზობს.
ბევრ საინტერესო თემასთან ერთად გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, წყვილებს შორის ღალატის შესახებ რა მოსაზრება ჰქონდა სასულიერო პირს:
„რომ გაიგოთ მეუღლემ გიღალატათ რას მოიმოქმედებთ? ამ კითხვაზე ისეთ „ქართულ, ვაჟკაცურ“ პასუხს გეტყვიან…
შენ თუ საკუთარ თავს ძლიერად თვლი როგორც კაცი, რატომ არ უფრთხილდები შენს მეუღლეს და რატომ ღალატობ მას? ან რატომ ითხოვ, რომ გიერთგულოს ადამიანმა, როცა შენ მოღალატე ხარ?
ამიტომ, ორივე ღალატია, ერთიც და მეორეც ღვთის წინაშე…“ – ამბობს მეუფე.