LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენი საქმე არ არის, მე სად წავალ, გამიგე?! სხვებზე იქირქილე“ – მოსამართლეობის კანდიდატის ხმოვანი გზავნილი GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორს

142
gvanc

მოძრაობა „სირცხვილია • Shame Movement“ ასაჯაროებს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებას.

„გზავნილი მოსამართლეობის კანდიდატისგან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი ადვოკატი – პაატა შავაძე მესამედ არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

მართლმსაჯულების კოალიციის ფეისბუკ გვერდზე „მინდა ვენდო სასამართლოს“ განთავსდა ქარდი, რომელიც საზოგადოებას აცნობდა, რომ კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.

ქარდზე კომენტარი დაწერა GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა, გვანცა წულუკიძემ, რის შემდეგაც, მან მიიღო შემდეგი შინაარსის ხმოვანი შეტყობინება პაატა შავაძისგან.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები