დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელის ფოტორობოტი თვითმხილველების ჩვენებითაა შედგენილი.
„არის თვითმხილველი, რომელიც ამბობს რომ იმ ადგილიდან ამოდიოდა კაცი, რომელსაც იმ მომენტში შეშლილი არაადეკვატური სახე ჰქონდა.. მერე ზუსტი დროის გაზომვით ის გარბის გაქცევის მომენტიც მოჩანს, ჩემი მყარი ვარაუდით ეს არის ერთი და იმავე პიროვნება,“ – ამბობს ნატო ხუტაშვილი.
ვიდეო: „თვითმხილველები მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის, რომ არ ყოფილიყო ეს ზღაპრები, რომ თქვენი შვილი „სუპმა“ დაახრჩო, მაშინ უკვე ნაპოვნი იქნებოდა ის პიროვნება“ – გარდაცვლილი ანა იანუშაიტიტეს დედა
როგორც ხუტაშვილი განმარტავს, აღნიშნული პიროვნების ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ შეადგინა და ის საქმეში დევს.
„გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას დედა მიმართვას ავრცელებს
„იმაზე იყო აპელირება, რომ 4 შვილი ჰყავს, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა სამხარაულის ექსპერტისთვის გირაოს შეფარდებაზე