„პოპის პრინცესას“, ბრიტნი სპირსს 2 დეკემბერს 42 წელი შეუსრულდა. თუ რა ვითარებაში აღნიშნა იუბილე არტისტმა, უცნობია, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიტნიმ „ინსტაგრამ“ გამომწერები არაერთი სკანდალური პოსტით გაანებივრა.
ის ჯერ სანაპიროზე სრულიად შიშველი პოზირებდა, შემდეგ მამაკაცთან ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეოც შემოგვთავაზა, ბოლოს კი დილით პიკანტური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც „ვიქტორიას სიკრეტის“ ვარდისფერი ბიკინიში პოზირებდა.
ბრიტნი სპირსმა უცნობი მამაკაცის ფოტო გაავრცელა და უცნაური სათაურით კვლავ გააკვირვა გამომწერები
ცნობისთვის, გამოცემა „რადარ ონლაინი“ წერს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება ბრიტნის მემუარებს, სადაც მან ყოფილი შეყვარებული ბულინგსა და არასათანადო მოპყრობაში ამხილა. ასევე ბრიტნიმ გააჟღერა, რომ ჯასტინის კატეგორიული მოთხოვნით, მას აბორტის გაკეთება მოუწია.