მოქალაქე თამარ შამუგია საზოგადოებას სოციალურ ქსელში ტყიბულის ქუჩების კადრებს უზიარებს. ვიდეომ ფეისბუკის მომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია. კომენტარებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ქალაქი გალამაზებულია და საოცრად გამოიყურება.
როგორც თამარ შამუგიამ „ფორტუნასთან“ აღნიშნა, კადრები 4 მაისს, რაჭისკენ გზად მიმავალმა თავად გადაიღო:
„მინდა, უბრალოდ გაცნობოთ, რადგან მეც არსად შემხვედრია ინფორმაცია და ისეთი შოკირებული ვარ ახალი ტყიბულით. არ ვიცი, რატომ არსად არ გაგვიშუქეს ეს სილამაზე.. ვერ იცნობთ.. დიახ, ეს ის ტყიბულია – გავლისას რომ ვიძაბებოდით და მიტოვებული ქალაქის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდა. ახლა კი ასეთია“, – წერს თამარ შამუგია.
მინდა უბრალოდ გაცნობოთ, რადგან მეც არსად შემხვედრია ინფორმაცია და ისეთი შოკირებული ვარ ახალი ტყიბულით. არ ვიცი, რატომ არსად არ გაგვიშუქეს ეს სილამაზე…? ვერ იცნობთ… დიახ, ეს ის ტყიბულია – გავლისას რომ ვიძაბებოდით და მიტოვებული ქალაქის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდა. ახლა კი ასეთიაააა ??
Posted by Tamo Shamo on ორშაბათი, 29 მაისი, 2023
„ულამაზესია, დღისითაც და ღამეც, მე უკვე გადმოვსახლდი, ტყიბულის ბინადარი ვარ❤️ტყიდან ჩიტების საამური გალობა რომ გაღვიძებს ამაზე კარგი რა უნდა იყოს“…
„შვეიცარია არ არის ასეთი“ – წერენ კომენტარებში.