LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შოკში ვარ, ასეთი უმსგავსო, ბრუტალური საქციელი ჩვენ გვახსოვს მხოლოდ 9 აპრილიდან, არ ვიცი რა ხდება, რატომ არ ჩერდება ეს ამბავი – მივმართავ გომელაურის უწყებას…“ – ია ფარულავა

427
ია ფარულავა

აქციები მიმდინარეობს ამ წუთებში დედაქალაქსა და რეგიონებში. რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია, აქციის მონაწილეებმა შეკრება 6 საათიდან დაიწყეს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავების მობილიზებაა. კერძოდ, მათ პარლამენტის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული. პარალელურად, პარლამენტის წინ მოქალაქეები რკინის ჯებირზე აბრახუნებენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს .

რუსთაველის გამზირზე იმყოფება მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა. მსახიობმა შინაგან საქმეთა მინისტრს აქციიდან მიმართა:

„შოკში ვარ, ასეთი უმსგავსო, ბრუტალური საქციელი ჩვენ გვახსოვს მხოლოდ 9 აპრილიდან, არ ვიცი რა ხდება, რატომ არ ჩერდება ეს ამბავი. მივმართავ გომელაურის უწყებას, გამოუშვით ის ბიჭები, რომლებიც დაიჭირეთ. ჩვენი მეგობარია ახლა საავადმყოფოში, მანგო გამაგრდი გვიყვარხარ და რა ვიცი, უნდა ვიბრძოლოთ“ – განაცხადა ფარულავამ.

„დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველასთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, არ შემიძლია ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს“ – თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე

👉 შოკში ვარ, ასეთი ბრუტალური საქციელი მხოლოდ 9 აპრილიდან გვახსოვს I ია ფარულავა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g