მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა, რომელიც რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის – „ფორტუნასთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო, ოჯახზე საუბრის დროს საკუთარ შვილიშვილებზეც ისაუბრა.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ცისანა სეფიაშვილს ორი შვილიშვილი ჰყავს.
„ორი შვილიშვილი გვყავს – დემეტრე და ნიკო, მთელი სამყაროა, ყველა უჯრედი ავსებულია ამ სიყვარულით“, – აღნიშნა ცისანა სეფიაშვილმა.
ამასთან, მომღერალმა „ფორტუნასთან“ საკუთარი ბებიაც გაიხსენა და მასზე ემოციურად ისაუბრა:
„26 წელი გავიდა, რაც ბებია გარდამეცვალა, მისი მოსახელე ვარ – ცისანა ერქვა. დღემდე, როცა რამე მიხარია, ან მწყინს, მინდა, რომ ბებიას მოვუყვე. სულ ვიცი, რომ ჩემს გვერდით არის, სულ მენატრება, ცრემლის გარეშე ვერ ვიხსენებ“, – აღნიშნა ცისანა სეფიაშვილმა.
