ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ჩემპიონმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
„სიგიჟეა, სიზმარში ვარ, დაუჯერებელია, მიყვარხართ, იმედია ბედნიერები ხარ და გიხარიათ, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენელი ვარ. მიყვარხართ, დიდი ისტორია დაიწერა და უბედნიერესი ვარ“, – ისაუბრა ლაშა ბექაურმა.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ვიდეო: ლაშა ბექაურის ემოციები ტატამზე გასვლამდე – რა ვიდეოს აქვეყნებს სპორტსმენის შეყვარებული