LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სილამაზე, ნიჭიერება, გემოვნება, ყველაფერია შერწყმული ამ დედა-შვილში“ – ქეთი ასათიანი და ლიზა ჩიჩუა „თბილისურ კვარტეტთან“ ერთად „იმედის“ გადაცემაში „მიმღერე“ ცნობილი კომპოზიციით წარდგნენ

114
ლიზა ჩიჩუა, ქეთი ასათიანი

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მუსიკალური პროექტის „მიმღერე“ მეხუთე სეზონის მეოთხე ეპიზოდში, მაყურებლის წინაშე ცნობილი დედა-შვილი ქეთი ასათიანი და ლიზა ჩიჩუა და ანსამბლი „თბილისური კვარტეტი“ წარდგნენ კომპოზიციით „ამაღამ“.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორია ცნობილი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, რომლის შემოქმედებასაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ქართული ესტრადის განვითარებაში.

დედა-შვილის მორიგმა დუეტმა მსმენელის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

„სილამაზე, ნიჭიერება, გემოვნება – ყველაფერია შერწყმული ამ დედა-შვილში“

„სასიამოვნო შესრულება, როგორც ყოველთვის!“

„არასდროს გვიცრუებთ იმედს“

„ბრავო, სუპერ“, – წერენ კომენტარებში.

ლიზა ჩიჩუა, ქეთი ასათიანი – ამაღამ

ᲛᲘᲛᲦᲔᲠᲔ | ამაღამ ლიზა ჩიჩუა, ქეთი ასათიანი და „თბილისური კვარტეტი“ კომპოზიტორი: რუსა მორჩილაძე #მიმღერე V სეზონი 🎙️ IV ეპიზოდი | ქალაქური

Posted by მიმღერე on სამშაბათი, 03 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g