LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიყვარული მე-8 კლასში ამიხსნა” – ეკა ანდრონიკაშვილი ნიკო გომელაურთან მეგობრობას და ერთ უცნაურ ფაქტს იხსენებს

915
BeFunky-collage - 2023-05-03T014016.794

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” სტუმარია, სადაც ცნობილ ქართველ პოეტთან, ნიკო გომელაურთან მეგობრობის ისტორიას იხსენებს.

„მე-8 კლასში ნიკო გომელაურმა სიყვარული ამიხსნა, მეც ვუთხარი კი და 1-2 თვე ზოოპარკში ვიარეთ. განვიხილავდით სხვადასხვა მოვლენებს. ნიკო ძალიან ინტელიგენტური იყო, რაც მე მომწონდა. სიმპათიურიც იყო და ჩემზე უფროსიც.

შემდეგ ინსტიტუტში შევხვდით ერთმანეთს. მე დავიწყე გიორგი ნაკაშიძესთან ერთად სიარული, ხოლო ეკა ნიჟარაძემ ნიკო გომელაურთან. ყველანი ვმეგობრობდით. გიორგიმ ყველაფერი იცოდა. მე და ნიკოს შორის კოცნაც არ ყოფილა.

მე მაქვს ვიდეო, როდესაც ჩემი შვილი ლუკა დაიბადა, ჩემი მეუღლე დადიოდა და ახლობლებს კამერის წინაშე 20 წლის ლუკასთვის რაიმე სურვილის თქმას სთხოვდა. ნიკოს სიტყვები იწყება ასე: შენ როდესაც ამ სიტყვებს უსმენ, შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო” და შემდეგ არიგებს ჭკუას”, – საუბრობს ეკა ანდრონიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g