LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,სიყვარულით შინაგანი სამყარო სუფთავდება და სიძულვილის ადგილი არ რჩება!…” – ტარიელ ხარხელაური

203
befunky-collage-2024-02-15t001415.016-2024-02-15_00-14-22_112037

პოეტი ტარიელ ხარხელაური ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს სტუმარია, სადაც სიყვარულის შესახებ საუბრობს.

როგორც პოეტი აღნიშნავს, ეს გრძნობა ადამიანის შინაგან სამყაროს იმდენად ასუფთავებს, რომ მასში ზიზღისა და სიძულვილის ადგილი არ რჩება.

,,სიყვარული უნდა გასაზრდოებდეს. სწორედ ის უნდა იყოს შენი შინაგანი სამყაროს დვრიტა. ეს ენერგია ნელ-ნელა შემოდის შენში და თუ სწორი მიმართულებით განავითარებ, შენი შინაგანი სამყარო იმდენად სუფთავდება, რომ ზიზღისა და სიძულვილის ადგილი არ რჩება!…

გული ვერ გაუძლებს, უნდა გაათავისუფლო. ზეპირი სიყვარული ვისწავლეთ, ერთმანეთს ვეუბნებით: მიყვარხარ, მაგრამ მას მადლი არ აქვს, სითბო არ მოაქვს. აუცილებელია, რომ არა გონებით, არამედ გულით განვიცდიდეთ სიყვარულს”, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g