LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სკარლეტ იოჰანსონმა ჯონათან ბეილის კვლავ აკოცა, ამჯერად მის გვერდით მეუღლეც იმყოფებოდა

558
page

ლონდონური პრემიერის შემდეგ, ფილმის, „იურული სამყარო 4: აღორძინება“ პრემიერა ნიუ-იორკში შედგა. სკარლეტ იოჰანსონი და ჯონათან ბეილი, რომლებიც ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ, კვლავ მედიის ყურადღების ეპიცენტრში მოექცნენ.

სკარლეტმა კოლეგას კვლავ ტუჩებში აკოცა, ამჯერად მის გვერდით მეუღლეც იმყოფებოდა. როგორც ჩანს, კოლინ ჯოსტი საყვარელი ქალის „ტკბილ ახირებას“ მშვიდად იღებს.

სხვათა შორის, მსახიობებს, რომლებმაც ერთმანეთს წითელ ხალიჩაზე უკვე მეორედ ეამბორნენ, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რას ნიშნავს მათი მხრიდან ეს საქციელი, რაზეც პასუხიც მიიღეს.

„სიყვარულის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით უნდა შეგვეძლოს და თუ მეგობარს ვერ აკოცე, აბა რა გამოვიდა? ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ეს არ გააკეთო“, – ჯონათან ბეილი.

„ხალხს დრო აქვს, რომ მაგაზე იფიქროს…? სხვათა შორის, ჯონათანი გემრიელია ყველანაირად… ნამდვილი ტკბილეულია! შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე მსახიობი“, – სკარლეტ იოჰანსონი

„სკარლეტი გვაჩვენებს, როგორ არ უნდა მოიქცეს გათხოვილი ქალი“ – სკარლეტ იოჰანსონისა და ჯონათან ბეილის კოცნა წითელ ხალიჩაზე და ვიდეო, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა

სკარლეტ იოჰანსონი „სკიაპარელის“ მოკლე შავი კაბაში ახალი ფილმის ფოტოსესიაზე

თეთრი კაბა და ალისფერი ტუჩსაცხი – სკარლეტ იოჰანსონის თვალწარმტაცი გამოჩენა მეუღლესთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები