„აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „პროექციაში“ ცნობილი მებაღე და ტელესახე, ზურა შევარდნაძე საუბრობს დაცლილი სოფლის შესახებ, რასაც ცოდნის დაკარგვაც მოჰყვება:
„სოფლის დაცლა და ადამიანის წასვლა მარტო წასვლას არ ნიშნავს, იკარგება სოფლად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნა. ამ საქმეს ვერ გააკეთებ, თუ არ იცი. მთავარი ამბავია, რომ იცოდე, როდის დათესო, სად დათესო, როგორ გააშრო, შეინახო, საიდან აიღო თესლი, ბაღი როგორ შეინახო, შრომასაც ვარჯიში სჭირდება, ვერ შეძლებ ისე შრომას, როგორც სოფელს სჭირდება, თუ ყოველდღე არ იშრომებ. მალე ეს ცოდნა გაქრება და საძებარი გვექნება თესლიც და ის ცოდნაც, რომელიც ამ თესლის მოყვანას სჭირდება.
იმედს მაძლევს ის, რომ ბევრს ვხედავ ჩემთან ახალგაზრდას ნერგის საყიდლად მოსულს… ბევრი ინტერესდება ამ ცოდნით. ხომ ვხედავ, ვინ მეკითხება რჩევას, ბევრი ახალგაზრდაა და ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს, რომ იქნებ, როგორმე ეს ამბავი შემობრუნდეს…“
