LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სტუდენტები ვერ იტანენ დაბალ ქულას – შენ არ ხარ ცუდი, თუ დაბალი ქულა მიიღე, შენ შენ ხარ და ქულა – ქულაა!“ – თამარ გაგოშიძე

132
თამარ გაგოშიძე

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა, სადაც სტუდენტებზე და მათი მხრიდან ქულების მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„ჩემი სტუდენტებისთვის შემიმჩნევია, შენიშვნას ვერ იტანს. შენიშვნა რას ნიშნავს, რომ ქულა ნაკლები მიიღო, დაიმსახურა ხომ?! სრულიად მიუღებელია იმიტომ, რომ გაუფასურდა ეგრევე და ჩათვალა, რომ არის ცუდი. შენ შენ ხარ და ქულა ქულაა. ქულა თუ ცუდი მიიღე, შენ ცუდი რატომ ხარ ვერ გავიგე.. ესე იგი, ის რაღაც შენ არ იცი უბრალოდ..

როგორ უნდა განვითარდე, ეს უკვე მეორე საკითხი დგას. მე როგორ უნდა ვისწავლო და გავიგო, რა არ შემიძლია, რომ მერე რაღაცები გავაკეთო. ამის გამო გლოვა არ უნდა გამოვაცხადო“, – აცხადებს თამარ გაგოშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები